არც თვითიზოლაციის წესი დამირღვევია, არც კარანტინის, ჯარიმას გავასაჩივრებ - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის და მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატა დეკანოიძის თქმით, გვიან ღამით პოლიციამ უსამართლოდ დააჯარიმა და აღნიშნულ ფაქტს გაასაჩივებენ. ის ერთ-ერთია აქციის მონაწილეებს შორის, რომლებსაც პოლიციამ 2 000 ლარიანი ჯარიმა დაუწერა.

"თბილი ტანსაცმლის ამოსატანად გავედი, შეგვიზღუდეს გადაადგილების უფლება და დაგვაჯარიმეს სრულიად აბსურდული მუხლით, ადმინისტრაციული მუხლია, რომელიც გულისხმობს თვითიზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევას, მე არ დამირღვევია არც თვითიზოლაციის წესი, არც კარანტინის, ადამიანებს აშინებენ. რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ, აუცილებლად, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

22 საათიდან, გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შსს კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ დაჯარიმდება ყველა, ვინც არ დაემორჩილა კანონს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ნოემბერს აქციაზე 4 აქტივისტი, პოლიციამ ჯერ კიდევ კომენდანტის საათის დაწყებამდე დააკავეს. აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათ პარლამენტთან გასათბობად შეშა მიჰქონდათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი