მოძრაობა "სირცხვილიას" წევრების საპროტესტო აქციის ფონზე იხილავს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების საქმეს.
ნოდარ რუხაძე, ლექსო მაჭავარიანი და გიორგი მჟავანაძე სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
ლექსო მაჭავარიანი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილება მიღებული რუხაძესა და მჟავანაძესთან დაკავშირებით.
მაჭავარიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას, გადაიხდის თუ არა დაკისრებულ ჯარიმას, ადვოკატებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. მისი ადვოკატები კი ამბობენ, რომ ჯარიმა არაკანონიერი და გასააჩივრებენ.
დღეს სასამართლომ რამდენიმე საათით მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა რაც მაჭავარიანის ადვოკატმა სახელმწიფო ბრალდებისგან მოითხოვა ერთი პრეცედენტი მაინც დაესახელებინა, როდესაც პროტესტის მონაწილეებს შეშა დანაშაულის იარაღად გამოეყენებინათ.
სწორედ რუსთაველზე გასათბობად, შეშის რამდენიმე ნაჭრის მიტანისას დააკავა პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები.
პროცესის პარალელურად დაკავებული გიორგი მჟავანაძის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა. საქმეზე უკვე გამოკითხულია თავად ბრალდებული.