მარნეულში ენმ-ს წევრის, ლაშა ქველაძის ოჯახს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

მორიგი თვდასხმა ოპოზიციაზე. მარნეულში ენმ-ს წევრის, ლაშა ქველაძის ოჯახს თავს დაესხნენ. ლაშა ქველაძის ინფორმაციით, მის საცხოვრებელთან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე თანმხლებ პირებთან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში მიიჭრა, აგინა და ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ქველაძის თქმით, გიორგაძესთან ერთად იყვნენ მარნეულის საკრებულოს იურისტი შერმადინ ბოჭოიძე, ასევე თემურ და ვაჟა შუბითიძეები. 

ყველა მათაგანი 29 სექტემბრის დაპირისპირების მონაწილეა, რა დროსაც სასტიკად სცემეს მამა-შვილი ქველაძეები და "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, თუმცა მომხდარის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. პირიქით, მარნეულის პოლიციამ დაკითხვაზე მისული ლაშა ქველაძე დააკავეს და ძალადობაში დაადანაშაულეს.

ქველაძე ბოლნისის სასამართლომ მოგვიანებით, 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი