ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ვიზიტმა სტრატეგიული პარტნიორობა უფრო გააღრმაოს - გახარია პომპეოზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ, 11 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს შეეხო და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამ ვიზიტმა კიდევ უფორ გააღრმაოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებს, უსაფრთხოებას, ეს ყველაფერი არის თემები, რომლებზე სასაუბროდაც ვემზადებით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ეს არის საქართველოს მეგობრის ვიზიტი, ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გაარღმაოს ისედაც მაღალ ნიშნულზე დღეს მყოფი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის", - თქვა გიორგი გახარიამ.

ამ თემაზე დღეს, ასევე, ისაუბრა საგარო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი გამორჩეულია, რადგან წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.  პომპეო ვიზიტის ფარგლებში პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი