გუშინ, 10 ნოემბერს გვიან ღამით, მარნეულში ენმ-ს წევრის, ლაშა ქველაძის ოჯახს თავს დაესხნენ. ლაშა ქველაძის ინფორმაციით, მის საცხოვრებელთან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, სარებულოს იურისტ შერმადინ ბოჭოისძესთან და თანმხლებ პირებთან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში მიიჭრა, აგინა და ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ქველაძეები დღეს, 11 ნოემბერს პოლიციაში იყვნენ მისულები, მათ სურდათ გაგეოთ რა მუხლით აღიძრა საქმე, თუმცა პოლიციის არცერთი მაღალჩინოსანი მათ არ შეხვდა.
"პოლიცია მფარველოს კირიმინალებს, თვითონ უყურა გუშინ პოლიციის უფროსის მოადგილე სიგუამ როგორ იდგნენ და გვაგინებდნენ, ეს კრიმინალები და სახლში დაგვესხნენ, აი პოლიცია, კაციშვილი არაა", - ამბობს გივი ქველაძე.
ენმ-ს წევრი, ლაშა ქველაძე ამბობს, რომ პოლიციაში არცერთი პასუხისმგებელი პირი მათ არ ხვდება. მისი თქმით, ეს უკვე არა უმოქმედობა, არამედ კრიმინალების მფარველობაა.
ოჯახმა ყველა ის პირი ამოიცნო, რომლებიც მათ სახლთან იმყოფებოდნენ და პირველადი გამოკითხვის დროს ისინი პოლიციასთანაც დაასახელა, თუმცა დაკავებული ჯერ ისევ არავინაა.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს დაპირისპირების დროს ასტიკად სცემეს მამა-შვილი ქველაძეები და "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, თუმცა მომხდარის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. პირიქით, მარნეულის პოლიციამ დაკითხვაზე მისული ლაშა ქველაძე დააკავეს და ძალადობაში დაადანაშაულეს.
ქველაძე ბოლნისის სასამართლომ მოგვიანებით, 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.