საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანი დავით ქიმაძე სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს. ქიმაძე ამ ყველაფერს მის პოლიტიკურ აქტიურობას და არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნას უკავშირებს.
ის საარჩევნო პროცესს მარნეულში, სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის წარმომადგენლის სტატუსით აკვირდებოდა და ხმამაღლა საუბრობდა დარღვევებზე.
გარდა ამისა, ქიმაძე ერთ ერთია, რომელსაც მარნეულში ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები რამდენჯერმე გაუსწორდნენ ფიზიკურად.
ქიმაძის ადვოკატი სუს-ში მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაბარებას სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებას უკავშირებს.
გამოძიება 1 ოქტომებერს დაიწყო, თუმცა ცნობილი მოლოდ 1 თვის შემდეგ გახდა.
მას შემდეგ, რაც უწყებაში ირაკლი კობახიძე მივიდა და ოპოზიცია ყოვეგვარი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა.