კობალაძე/ხუსკვაძის საქმე -"ოცნებამ" დაკავებულების წინააღმდეგ პროპაგანდისტული მედია აამოქმედა

გამოქვეყნდა:

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე საპატიმროში მოხვედრილი მისი უახლოესი ორი მეგობარი ახლა სააპელაციო სასამართლოს იმედზეა. 

დაკავებულების ადვოკატები და ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ აკაკი კობალაძეც და აკაკი ხუსკივაძეც ხელისუფლების მძევალი იმ მიზეზით გახდნენ, რომ გობეჯიშვილის გარდაცვალებამდე 1 დღით ადრე, არჩევნების გაყალბების სქემის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრეს და ხელისუფლებაც ამხილეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ კობალაძისა და ხუსკივაძის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მთელი პროპაგანდისტული მანქანა აამოქმედა. ყველა სამთავრობო არხის ეთერში ისმის, რომ დაკავებულებმა გობეჯიშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. სინამდვილეში კი გარდაცვლილის მეგობრებს გამოძიება ცესკო-ს ორი მაღალჩინოსნის  ჩვენებით, შანტაჟს ზეწოლასა და მოქრთამვას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს დილით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

მისი გარდაცვალებიდან მალევე, მმართველმა გუნდმა ბრალდებები ოპოზიციას წაუყენა და თქვა, რომ საოლქოს თავმჯდომარე ენმ-ს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია. თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

ხუსკივაძე და კობალაძე იმავე საღამოს დააკავეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი