ცესკო-ს მხილება - ადამიანებს, რომლებიც გაყალბების სქემებზე ალაპარაკდნენ, იჭერენ, სჯიან და "აშავებენ"

გამოქვეყნდა:

ივანე ბურდული ამტკიცებს, რომ ჩანაწერი, რომელიც სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს დამონტაჟებული და ფალსიფიცირებულია. 

ცესკო-დან ხმაურით წამოსული ბურდული დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მის გაშავებას სიმართლის ხმამაღლა თქმის გამო ცდილობს. 

დღეს დილით ინტერნეტ გამოცემა "კვირამ" გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც მათი მტკიცებით ივანე ბურდული ცესკო-ს სხვა თანამშრომელს ფულის სანაცვლოდ სამსახურიდან წამოსვლას სთავაზობს. 

პროკურატურაში ამბობენ, რომ ჯერ ჩანაწერს სწავლობენ და ამის შემდეგ გადაწყვეტს შოთაძის უწყება, დაიწყებს თუ არა ივანე ბურდულის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბურდულის წინააღმდეგ საქმის გამოძიების დაწყება ძალოვან უწყებას 6 ნოემბერსვე უნდოდა, იმ დღეს როდესაც გადაცემა "დღის სტუმარში" ცესკოს ყოფილმა თანამშრომელმა ღიად ისაუბრა რომ არჩევნებს არა ცესკო არამედ სუს-ი ატარებს. 

იმავე გადაცემაში გახმოვანებული არჩევნების გაყალბების სქემის გამო დასაჯეს, დააკავეს და ბავშვობის მეგობარზე, თედორე გობეჯიშვილზე ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულეს აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძეც.

გობეჯიშვილმა სიცოცხლის ბოლო წუთები სწორედ აკაკი კობალაძის სახლში, სუფრასთან გაატარა. ამას ადასტურებს ადვოკატის მიერ გამოკითხული თედორე გობეჯიშვილის მეუღლეც.  ჩვენებაში, რომელიც "მთავარმა" მოიპოვა, მარიამ ნათაძე წერს.

გვიან სახლში არ დაბრუნდა, ამის გამო ვურეკავდი. რამდენიმე ზარზე არ მიპასუხა, მიპასუხა დაახლოებით ღამის 4-5 საათისთისთვის 7 ნოემბერს. მითხრა, რომ იყო აკაკი კობალაძის ოჯახში მის მეუღლე სოფოსთან ერთად და მალე მოვიდოდა. ტელეფონზე საუბრისას არანაირი აღელვება არ შემიმჩნევია, პირიქით, იყო კარგ განწყობაზე. სახლში დაბრუნდა დაახლოებით 9 საათისთვის, რა დროსაც მე ფაქტიურად ძილში ვიგრძენი, რომ სახლში შემოვიდა. მე ამ ადამიანებს ვიცნობ ჩემი მეუღლის უახლოეს მეგობრებად და მსგავსი დანაშაულის ჩადენას მათ მიერ ვერც წარმოვიდგენ - ნათქვამია ნათაძის ჩვენებაში

მარიამ ნათაძე საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ დაუკითხავთ, სამაგიეროდ გამოკითხეს 2 მოწმე, რომლებიც ბრალდებულების წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას. ერთი ცესკო-ს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის დის ქმარი და შესაბამისად ქართულ ოცნებასთან პირდაპირ კავშირზე მყოფი ადამიანი. 

მეორე კი - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი და არჩევნების პერიოდში, თედორე გობეჯიშვილის თანაშემწე ზაალ ზაალიშვილია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა უწყებაში ხშირად ყოფილა ჩანერგილი, როგორც ე.წ ოდეერი.

ამ ჩვენების გამო წესით თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ივანე ბურდულიც უნდა დაეკითხათ, მაგრამ საგამოძიებო უწყებას ის არ გახსენებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი