გარანტიას მოგცემთ, რომ ოპოზიციას აუცილებლად შეხვდება პომპეო - ნოდარ ხარშილაძე

გამოქვეყნდა:

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე, თბილისში მაიკ პომპოს ჩამოსვლას ეხმაურება და ფიქრობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოპოზიციის წევრებსაც აუცილებლად შეხვდება. 

"ამის გარანტიას მოგცემთ, რომ ოპოზიციას აუცილებლად შეხვდება პომპეო. უბრალოდ, ეს შეიძლება იყოს სადილი ელჩთან, რეზიდენციაში, ცალკე შეხვედრა... არა მარტო მათ, არამედ, დარწმუნებული ვარ, რაღაც ეტაპზე შეძლებს, დრო გამონახოს და იმ ორგანიზაციებს შეხვდეს, რომლებსაც აშშ აფინანსებს და რომლებიც არჩევნებზე დაკვირვებებს აწარმოებდნენ, რომ მოისმინოს მათგან დასკვნები", - ამბობს ხარშილაძე. 

ნოდარ ხარშილაძის თქმით, პომპეომ, კონგრესის დავალებით, უნდა გაიგოს, რამდენად დემოკრატიულად ვითარდება საქართველო, ამიტომ მისი შეხვედრა როგორც მმართველ პარტიასთან, ისე, ოპოზიციის წევრებთანაც, გარდაუვალია. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერსაა დაგეგმილი. ის საქართველოში წინასწარ დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.  

იმ ინფორმაციით რასაც საელჩო აქვეყნებს, ამ ეტაპზე დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პომპეოს ჩამოსვლის მიზნები განმარტა და თქვა, რომ ის ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაღრმავებას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და რეგიონულ სტაბილურობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი