სომხეთში, აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს - მათ შორისაა ვაჰაგან ჩახალიანი

გამოქვეყნდა:

სომხეთში 11 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

მათ შორისაა საქართველოს მოქალაქე, მოძრაობა ”ჯავახკის” ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანიც.

რამდენიმე კვირის წინ ყარაბაღის ომში, მისი სიკვდილის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.

გამოძიების დასრულებამდე, ჩახალიანს ქვეყნის დატოვება ეკრძალა.

ერევანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს პოლიციამ ოპოზიციის 20-მდე ლიდერი დააკავა. ისინი ნიკოლ ფაშინიანის მიერ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ხელმოწერას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. ასევე, მონაწილეობდნენ პარლამენტის შენობის შტურმშიც.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ომის დასრულებას ხელი 10 ნოემბერს მოაწერა, რასაც სომეხი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

შეთანხმების ერთ-ერთი პუქნტის მიხედვით,  რუსეთი ყარაბაღში ახალ ბაზას ქმნის და ე.წ. "სამშვიდობოებს" აყენებს. 

ნიკოლ პაშინიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებასა და რეგიონების გადარჩენას ემსახურებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი