არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოებში 31 ოქტომბერის არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილი და განუხილველი საჩივრების სტატისტიკას აქვეყნებენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის'' მონაცემებით, რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 93%, ხოლო სააპელაციო სასამართლოებმა 100 % არ დააკმაყოფილეს. მათ სასამართლოებში 11 ოლქის 42 უბნის ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვეს, თუმცა 42 უბნიდან მოთხოვნა 39 უბნის შემთხვევაში არ დააკმაყოფილეს.

93% არ დაკმაყოფილდა ჩვენი საჩვრების, გარკვეული ნაწილი დარჩა განუხილველი. განუხილველობის საფუძველი არ არის, იმოტმ რომ ჩვენ აბსოლუტურად იდენტური სტანდარტით შევიტანეთ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში   სჩივარი, დიდმა ნაწილმა განიხილა და უბრალოდ არ დააკმაყოფილა. ხოლო მცირე ნაწილმა არ განიხილა საჩივრები, -"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი, თამთა კახიძე 

"საია" საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების კანონიერების და მონაცემების ხელახალი გადათვლის საკითხზე სასამართლოში 38 უბანთან მიმართებით დავობდა. გასაჩივრებული უბნებიდან სასამართლომ მოთხოვნა, მხოლოდ 12 უბანთან მიმართებით დააკმაყოფილა.

ჩვენ ყველა ამ უბანთან დაკავშირებით გვქვონდა არგუმენტები, რატომ უნდა მომხდარიყო შემაჯამებელი ოქმის გადახედვა და რატომ უნდა გახსნილიყო დალუქული დოკუმენტაცია - არც ოლქა და არც სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება უბნების გახსნის და მონაცემების გადათვლის სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უბნებთან დაკავშირებით შეკითხები ისევ რელევანტურია და ისევ დგაას კიტხვის ნიშნის ქვეშ, - თქვა " "საიას"  სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორმა, ნონა ქურდოვანიძემ 

საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელიც, თამარკორძაია და ამბობს რომ "დაკარგული ბიულეტენების რაოდენობა 13125-ია".

ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.  გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი