პროვოკატორთა ჯგუფი იყო, რომლებსაც გულშემატკივრობასთან კავშირი არ აქვთ - მუჯირი GFF-სთან ჩხუბზე

გამოქვეყნდა:

ფეხბურთის ფედერაციასთან აქტივისტებსა და თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, რომელმაც თქვა, რომ აქტივისტებს გულშემატკივრობასთან კავშირი არ აქვთ და ისინი კონკრეტული პარტიისა და პირების მიერ იმართებიან. 

"დღეს, მაშინ როდესაც მძიმე წუთები გვაქვს ქართულ ფეხბურთს, მაშინ როდესაც ნამვდილი გულშემატკივარი სინანულით არის და მართლაც დასანანი მარცხი იყო და ყველა ნერვიულობს, რომ 1 ნაბიჯი დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, მოვიდა ფედერაციასთან პროვოკატორთა ჯგუფი, უნდა ვთქვათ, რომ მელიას და ალადაშვილის მიერ დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს არაფერ შუაში არაა და ძალიან სამწუხაროა, რომ პროვოკატორები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებენ, მათ შეიძლება დაუპირისპირდნენ ფედერაციის წარმომადგენლები, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავს, არავინ დაპირისპირებია ქართველ გულშემატკივარს", - თქვა დავით მუჯირმა. 

ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. 

ამ თემაზე ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მოსახვედრს მოხვდა, ვისაც საჭიროა უნდა მოხვდეს.  ხოლო კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელისთვის, გიორგი ნემსაძისთვის, ჩვეულებრივი ამბავია, თუ ქვეყნის ხელმძღავენელბი VIP ლოჟაში იყვნენ და თამაშსს უყურებდნენ მაშინ, რომცა სტადიონზე გულშემატკივრების დასწრება აკრძალული იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 ნოემბეს სამოქალაქო აქტივისტები ფეხბურთის ფედერაციასთან ისტორიულ მატჩზე პრივილეგირებული ადამიანების დასწრებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს სურდათ, რომ კანცელარიაში სიმბოლურად წითელი ბარათი, ჩაფუშული ბურთი და ორუელის "ცხოველების ფერმა" დაეტოვებინათ, რასაც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. 

დაშავებულია, სავარაუდოდ 2 ადამინი, მათ შორის ერთს, დაზიანებები თავისა და თვალის არეში აქვს მიღებული. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი