სტადიონზე განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე ვიყავი - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით ისტორიულ მატჩს მისი განვლილი ცოხვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე ესწერებოდა და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ამ თემაზე მან პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

"რაც შეეხება ჩემს სტადიონზე ყოფნას, მინდა გავმარტო, რომ მე იქ ვიყავი უეფა-ს დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული, სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად. სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, „ჩაწყობა“, “ჩინოვნიკობა”, ან რამე უკანონო ქმედება", - წერს კახი კალაძე.

მისი თქმით, "უეფა"-სგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მიიღო მოსაწვევი, როგორც ყველა სხვა მატჩების შემთხვევაში და მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას აძლევდა.

"უცნაური ის იქნებოდა მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, ბიჭების გვერდში, რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში", - ამბობს კალაძე. 

მისი განმარტებით, პატარა ასაკიდანვე უფროს შვილთან ერთად ესწრება პრაქტიკულად ყველა მატჩს და "ინერციით" გუშინაც ერთად წავიდნენ.

"ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის", - წერს კახი კალაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დინამო არენაზე, საქართველოსა და მაკედონიას შორის, ისტორიული მატჩი შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.

მატჩს ძირითადად მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტადიონის ირგვლივ შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი კი, 22:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვის გამო, დააჯარიმეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი