"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ისტორიულ მატჩზე შვილთან ერთად ყოფნას განმარტვას და ამბობს, რომ პატარა ასაკიდან უფროსი ბიჭი ყველა მატჩზე თან ახლავს და "ინერციით" გუშინაც ერთად წავიდნენ. მისივე განმარტებით, მოსაწვევი, რომელიც მას გაუგზავნეს 3 თანმხლები პირის წაყვანის საშუალებას აძლევდა.
"აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე. ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია", - წერს კახი კალაძე.
კალაძის განმარტებით, თავად მატჩს ესწრებოდა არა როგორც პოლიტიკოსი ან თბილისის მერი, არამედ "განვილი ცხოვრებიდან" და საფეხურთო კარიერიდან გამომდინარე. მისი მტკიცებით, ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, ჩაწყობა, ჩინოვნიკობა, ან რამე უკანონო ქმედება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დინამო არენაზე, საქართველოსა და მაკედონიას შორის, ისტორიული მატჩი შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.
მატჩს ძირითადად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტადიონის ირგვლივ შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი კი, 22:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვის გამო, დააჯარიმეს.