ეს გადაწვა სხვა არაფერი იყო თუ არა მარცხისგან ისტერიკაში ჩავარდნილი ბოღმის ამოფრქვევა...ცეცხლად ამოფრქვევა - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ენმ- ძალა ერთობაშიას ლიდერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანში, ნიკა მელია მისი საარჩევნო შტაბის გადაწვაში ძმებ შუკაკიძეებს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და წერს, რომ ერთნაირად აგებენ პასუხს როგორც ხმების ქურდები, ისე ამ დანაშაულის ჩამდენი პირები

არჩევანს მარტო არჩევნების დღეს არ აკეთებ ადამიანი.

არჩევანს აკეთებ შემდეგაც - ან იბრძვი შენს მიერ გაკეთებული არჩევანის დასაცავად, რომელიც მოგპარეს, ან ეგუები მის ასე უტიფრად და უსინდისოდ მოპარვას და ამ შეგუებით დანაშაულის თანამონაწილე ხდები.

დღეიდან, მე ვებრძვი როგორც ხმის ქურდებს, ისე, მათთან ბინძურ გარიგებაში მყოფ ე.წ. „ქურდებს“. სწორედ მათ და სხვამ არავინ გადაწვეს ჩემი შტაბი.

რა ფოკუსებიც არ უნდა ატაროს ყალბისმქმნელმა რეჟიმმა, ყველამ იცის და მათაც - კალაძე&კობიაშვილმა და მათმა „შნირებმაც“ – ე წ. კანონიერმა ქურდმა ნოდარ შუკაკიძემ, იგივე ნოდო გლდანსკიმ, რომელიც საბერძნეთში იხდის სასჯელს და მისმა აქ მყოფმა ოცნების პარტიულმა კორდინატორმა ძმამაც კარგად იციან რა მწარედაც წააგეს ბრძოლა გლდანში და ეს გადაწვა სხვა არაფერი იყო თუ არა მარცხისგან ისტერიკაში ჩავარდნილი ბოღმის ამოფრქვა - პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლად ამოფრქვევა.

ხმის ქურდებსაც და მათ „ქურდულ“ „შაიკასაც“ - აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება იმაზე რაც ჩაიდინეს.

ვერსად დაიმალებიან, თუ რა თქმა უნდა, მიწა პირს არ იზამს და თან არ ჩაიტანს.

ამ ქვეყანას არავის გავათელინებთ..." წერს ნიკა მელია.

მელიამ მისი შტაბის გადაწვაში ძმებ შუკაკიძეებს დღეს პირდაპირ ეთერში დაადო ხელი. მისივე თქმით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები კალაძე-კობიაშვილის მითითებებით მოქმედებდნენ.

პოლიციას ამ დრომდე არ ჰქონია რეაგირება არც მელიას საჯარო განცხადებაზე და არც მისი შტაბის დაწვის საქმეზე დაუკავებია ვინმე.

ნიკა მელიას რამდენიმე საათში უპასუხა კახა კალაძემაც და მის განცხადებებს "სამარცხვინო" უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი