სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ - ომის ვეტერანები და ოპოზიციის მხარდამჭერები, პარლამენტის ყოფილ თავმჯდაორმეს, ცრუ ბრალდების გამო უჩივიან და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. საქმე ეხება, ირაკლი კობახიძის მიერ, სუს-ში გადაცემულ ე.წ. შავ სიას, რომლითაც ის ოპოზიციის მხარდამჭერებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებდა.
"ორაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში რამდენიმეგზის სხავდასხვა მედია საშუალებისა თუ პირადი ფესბუქ გვერდის გამოყენებით, გაავრცელა არსებითად მცდარი, სინამდვილესთან შეუსაბამო სხვადასხვა პირთა მადისკრედიტირებელი ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და შეგვაქვს სარჩელი", - თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
სარჩელის მიხედვით, ირაკლი კობახიძემ გავრცელებული ინფორმაცია უნდა უარყოს, ბოდიში მოიხადოს და მორალური ზიანის ასანაზღაურებალდ, სიმბოლურად 41 ლარის გადახდა დაეკისროს.
საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, პოლკოვნიკმა ვალერი ლორთქიფანიძემ თქვა, რომ 32 წელი იმსახურა შეიარაღებულ ძალებში და მსგავსი ბრალდება მისთვის არავის წაუყენებია.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების ერთერთმა სახემ ირაკლი კობახიძემ ე.წ. გადატრიალების გეგმის ავტორებად მიხეილ სააკაშვილი, დიმიტრი შაშკინი და დევი ჭანკოტაძე დაასახელა.
სუს კი აცხადებს, რომ 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს. მათივე განცხადებით, გამოძიების დაწყების საფუძველი ოპერატიული ინფორმაცია გახდა.