
სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა მაიკ პომპეოს - ამერიკის სახლწიმფო მდივნის სახელზე, წერილი ამერიკის საელჩოში, სამქოალქო ატივისტებმა შეიტანეს, რომლითაც ისინი მაიკ პომპეოს, ქვეყანაში არჩვენების გაყალბების და პოლიტიკური დევნის შესაეხბ ინფორმაციას მაიწვდიან.
წერილში საუბარია როგორც საარჩევნო დარღვევებზე, ასევე იმ დარბევებზე, რომელიც აქტივისტების თქმით, 20 ივნისის შემდეგ "ოცნების" ხელისუფლებისგან ხორციელდება.
აქტივისტები წერილშივე მოითხოვენ, ჩაატარდეს ახალი არჩევნები და შეიცვალოს ხელისუფლება.
წერილს კი ხელს ათობით ადამიანი აწერს, მათ შორის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორი. ავტორებს კი აშშ-ის მხარდაჭერის მოლოდინი აქვთ.
ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პომპეოს დასახვედრად ემზადებიან. დაახლოებთ ერთ საათში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში იქნება, აეროპორტიდან კი ის სასტუმრო "შერატონში" მივა.
მაიკ პომპეოს ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე კი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქარველოში, იან კელი ტვიტერით ეხმაურება და შეცდომას უწოდებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს მდუმარე აქცია-პერფორმანს მართავს ოპოზიციაც. დილის 11 საათიდან, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცოცხალ ჯაჭვში ჩადგებიან და ამ ფორმით შეეცდებიან სახელმწიფო მდივანს გააგონონ, რომ სქართველოში არჩევნები გაყალბდა.