შექმნილი ეკონომიკური კრიზიზის ფონზე, ბიზნესი გამოსავალს ჯერ ჯერობით ვერ ხედავს. საცალო სექტორსა და სარესტორნო ბიზნესში ყველაზე დიდია ვარდნა და ზარალი.
ამას დამატებული ის კრიზისი, რომელიც სამუშაო ბაზარზეა - თუ კი დღევანდლეი მონაცემებით 11.6%-ია უმუშევრობის დონე, შესაძლოს ის 16.3%-მდე გაიზარდოს, რაც ნიშნავს რომ 80 000 -მდე ადამინმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს.
"200 ობიექტიდან თუ შევძელით, რომ 1/3-ზე მეტის დაკეტვა არ მოგვიწია ესეც კარგი გამოსავალ იქნება, კვირიდან კვირამდე გვიწევს გათვლების გაკეთება" - ამბობს ბიზნესმენი
"ეს სადღაც უნდა გაჩერდეს", ამბობს თემურ ჭყონია, რომელიც ფიქრობს, რომ შესაძლოა სამსახურები კიდევ უფრო შემცირდეს.
"ხელფასებეს ვერ გადავიხდი ძალიან მალე იმ ვალდებუბების გამო, რაც დაკისრებული მაქვს" - ამბობს კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც აქვე დასძენს, რომ ეს სრულიად შეუძლებელია, რადგან 80% მუშაობის შეჩერებულია.
ცნობისთვის, ლარის კურსი გაუფასურებას კვლავ განაგრძნობს, ამ ფონზე კი, სპეციალისტები მძიმე ზამთარს, პროდუქტებზე ფასების მომატებას ელოდებიან.
ცნობილია ასევე, რომ ქვეყანა პანდემიის, მძიმე ეკონომიკური კრიზისის, გაზრდილი ფასებისა და ინფლაციის გარდა, კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დგება - 2021 წლიდან ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს.
ამასთან საქართველოში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ოქტომბრის თვეში 187.7 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.