ანაკლიის პორტი, სასამართლო და დემოკრატიული რეფორმები - პომპეოს რეკომენდაციები, რომლებიც არ შესრულდა

გამოქვეყნდა:

მაიკ პომპეო თბილისშია. მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი დიპლომატი საქართველოს დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრებისთვის ემზადება.  

სწორედ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო მდივანია ერთ ერთი იმ პოლიტიკოსთა შორის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო და ხისტი გზავნილებით ითხოვდა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების ბოლომე მიყვანას და ისტორიული, ანაკლიის პროექტის დასრულებას. 

შეუსრულებელი რჩება პომპეოს კიდევ ერთი რეკომენდაცია - სასამართლო სისტემის რეფორმა. სწორედ ეს საკითხები იქნება განხილვის მთავარი თემები სამოქალაქო სექტორთან დანიშნულ შეხვედრაზეც. 

მაიკ პომპეოს ვიზიტს რამდენიმე წუთის წინ აშშ-ს საელჩო საქართველოშ, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ერთ ერთი მთავარი თემა არჩევნები იქნება.

პომპეოს აეროპორტში ქვეყნის მთავარი დიპლომატები დახვდნენ.

მაიკ პომპეო შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი.

დიპლომატი წერს, რომ სადავო არჩევნების შემდეგ, არ შეხვდე ოპოზიციას, ეს შეცდომაა.

შეცდომას უწოდებს მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის გადაწყვეტილებას, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერიც.
 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი