1 წელი - საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით პარლამენტთან მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევიდან

გამოქვეყნდა:

ზუსტად ერთი წელი გავიდა პარლამენტის წინ იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევიდან, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ. 18 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ შეიკრიბნენ.

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა 4 საათის შემდეგ დაიყო, დაშავდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტები, თუმცა კიდევ უფრო მეტი ადამიანი იმ დღეს საბრალდებო სკამზე დაჯდა. მათი საქმეები დღეს უკვე სტრასბურგის სასამართლოში განიხილება.

დაკავებების მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტები დღესაც ქუჩაში არიან და 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის ცენტრალურ გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები შეეცდებიან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, არჩევნების გაყალბების შესახებ შეატყობინონ.

მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნით მოხარულია.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი უკვე დაიწყო - ამ წუთებში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი