მაიკ პომპეომ პრეზიდენტთან ვიზიტი დაასრულა. მან ათონელზე რეზიდენცია სულ ცოტა ხნის წინ დატოვა, გავრცელებული კადრების მიხედვით ის ზურაბიშვილს არ გამოუცილებლია. უცნობია რა თემებს შეეხო კონკრეტულად შეხვედრა, რადგან ის მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა და კადრებს მოგვიანებით ადმინისტრაცია გაავრცელებს.
პრეზიდენტისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მაიკ პომპომ პრეზიდენტთან შეხვედირს შემდეგ მთავრობის კანცელარიაში გადაინაცვლა სადაც ის პრემიერს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდება.
ვიზიტის ოფიციალურ ნაწილში მაიკ პომპეო მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს. შეხვედრის შემდეგ კი ის პატრიარქთან გაემართება.
კანცელარიაში მისვლამდე ის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის ათონელის რეზიდენციაში შეხვდა.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნით მოხარულია. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.