მაიკ პომპეო გიორგი გახარიას და დავით ზალკალიანს ხვდება

გამოქვეყნდა:

მაიკ პომპეო ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიაში მივიდა. ის აქ პრემიერს, გიროგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ხვდება. ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი გახარიამ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს. 

"ამეირიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას. მისი ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთი გამოვლინებაა", - დაწერა გახარიამ.

ვიზიტის ოფიციალურ ნაწილში მაიკ პომპეო მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს. შეხვედრის შემდეგ კი ის პატრიარქთან გაემართება.

კანცელარიაში მისვლმადე ის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის ათონელის რეზიდენციაში შეხვდა.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნით მოხარულია.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი