ეს მდუმარე აქციაა, მაგრამ ხმამაღალი აქციებიც იქნება - გენერალი დევი ჭანკოტაძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომომადგენლები და გაბრაზებული მოქალაქეები მდუმარე აქციაზე უკვე შეიკრიბნენ, რათა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თავიანთი პროტესტის შესახებ შეატყობინონ. ისინი სხვადასხვა ლოკაციაზე არიან განთავსებული: ოპერასთან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ფილარმონიასთან, მშვიდობის ხიდთან.

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ აქცია მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ხალხის ხმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს. 

მადლობა სახელმწიფო მდივანს პომპეოს, რომ ჩამოვიდა. ამ წლების განმავლობაში აშშ დგას ჩვენთან ერთად. ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს და ეს აქციაც იმის გამოხატვაა, რომ ჩვენ დიდ მადლობას ვეუბნებით  მაიკ პოპმეოს და საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მეორე მხრიდან ჩვენ გვინდა მივაწოდოთ ხმა მთელ საერთაშორისო ორგანიზაციას ხმა, რომ ქართველი ხალხი არ დანებდა,  არასდროს არ აპატიებს  ქართველი ხალხის ნების მიტაცებას  და ჩვენ ვითხოვთ ახალ  არჩევნებს იმიტომ, რომ ხმები არის მიტაცებული და მთელმა საქართველომ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს  და ამიტომაც ვართ დღეს აქ შეკრებილი, ეს არის მდუმარე აქცია, მაგრამ იქნება ხმამაღალი აქციებიც, ჩვენ მაინც ჩვენს მიზანს მივაღევთ, ამბობს გენერალი დევი ჭანკოტაძე.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს. ამ დროისთვის მაიკ პომპეო, კათოლიკოს-პატრიარქს ხვდება, დაგეგმილია შეხვედრა ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი