მაიკ პომპეომ გახარიასთან შეხვედრისას ყურადღება საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე გაამახვილა

გამოქვეყნდა:

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან, შეხვედრისას ყურადღება საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა - ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. 

როგორც საელჩო იუწყება, მაიკ პომპეომ, გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, აშშ-ს მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს. 

"სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე, პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა.

ასევე, განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც ნათქვამია, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი