ჩემთვის დიდი პატივი იყო მის უწმინდესობასთან შეხვედრა – მაიკ პომპეო ტვიტს ავრცელებს

გამოქვეყნდა:

"ჩემთვის დიდი პატივი იყო მის უწმინდესობასთან შეხვედრა" – ასე გამოეხმაურა მაიკ პომპეო საკუთარ ტვიტერზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან სტუმრობას.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო მის უწმნიდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრა. საუბარი, საქართველოს, როგორც საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კავშირის წევრი ქვეყნის წვლილზე  რელიგიური თავისუფლებისა დაწინაურებასა და დაცვაში , გადამეტებული ნამდვილად არ არის." – წერს მდივანი პომპეო ტვიტერზე.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა და მაიკ პომპეომ შეხვედრისას რელიგიის თავისუფლების კუთხით, საქართველოს როლი განიხილეს.

დღეს მაიკ პომპეო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პატრიარქის გარდა, მთავრობის წარმომადგენლებსა და მესამე სექტორს შეხვდა.

მაიკ პომპეოს მოადგილე, ფილიპ რიკერი, ამ წუთებში ოპოზიციასთან დაუგეგმავ შეხვედრას ონლაინ მართავს.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, საქართველო უკვე დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი