მაიკ პომპეო ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას 4 ორგანიზაცია: "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", "ამერიკის სავაჭრო პალატა" და "საქართველოს დენოკრატიული ინიციატივა" ესწრება. 

შეხვედრის მთავარი თემა სასამართლო სისტემის რეფორმა იქნება. შეხვედრამდე მაიკ პომპეომ განცხადება პრემიერთან, გიორგი გახარიასთან ვიზიტზე, მთავრობის კანცელარიაში გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მომავალშიც ყველაფერს გააკეთებენ დემოკრატიზაციის პორეცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.

გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა.  

ამ შეხვედრის შემდეგ პომპეომ საპატრიარქოში გადაინაცვლა, სადაც ილია მეორეს შეხვდა.

საქართველოში ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან, შეხვედრისას ყურადღება საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე, პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა.

ასევე, განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც ნათქვამია, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი