თავდასხმის რომანტიზება და გამართლება არ შეიძლება, ასე იწყება ტერორიზმი - ნინო ლომჯარია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება დაუშვებელია. 

"ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!

სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა - პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში ( ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება!", - წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე. 

შეგახსენებთ, რომ ხელყუმბარით შეიარაღებულ პირს რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის" ოფისში თანამშრომლები მძევლად ჰყავდა აყვანილი.

თავდამსხმელმა საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნები Facebook Live-ს საშუალებით გააჟღერა.

ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მძევლები თავისუფალი არიან, თავდამსხმელი კი, დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ბრალდებით,  სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი