ჯორჯიის შტატში გაყალბებული ბიულეტენების ნახვის საშუალებას არ გვაძლევენ - დონალდ ტრამპი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჯორჯიის შტატში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ამბობს, რომ შტატის გუბერნატორი და სახელმწიფო მდივანი მის წარმომადგენლებს ამომრჩეველთა ბიულეტენების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.

"ჯორჯიის გუბერნატორი და სახელმწიფო მდივანი უარს გვეუბნებიან, ვნახოთ ის ხელმოწერები, რომლებიც ათიათასობით ყალბ ბიულეტენს გამოააშკარავებს და რესპუბლიკურ პარტიას, მე, დევიდ პერდუეს და კელი ლოეფლერს შტატში გამარჯვებას მოგვიტანს", - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე. 

ცნობისთვის, ჯორჯიის შტატში დემოკრატებმა, რესპუბლიკელებთან შედარებით, 12 284 ხმით მეტი დააგროვეს. დღეს ტრამპის დამარცხება ჯორჯიის შტატში რესპუბლიკელმა სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსპირგერმაც აღიარა. 

რაფენსპერგერმა თქვა, რომ საკუთარი პარტიის დამარცხებით იმედგაცრუებულია, მაგრამ "ციფრები არასდროს იტყუებიან".

შეგახსენებთ, რომ  აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. 

დონალდ ტრამპი კი საკუთარ დამარცხებას არ აღიარებს და დემოკრატების მიერ არჩევნების გაყალბების მექანიზმებზე საუბრობს. მისი თქმით, არჩევნებში ხმა გარდაცვლილებმაც მისცეს. მაგალითად, მისი მტკიცებით, პენსილვანიაში 20 000-მა გარდაცვლილმა მისცა ხმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დიდი ნაწილი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს, ამიტომ ეს ხმები უნდა გაუქმდეს. 

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში გარდაცვლილების ხმების არსებობაზე ამერიკული მედიაც იუწყება . ამერიკელი კონსერვატორი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ ამერიკის საარჩევნო სისტემა ასეთი მოუწესრიგებელი და დაუცველი არასდროს ყოფილა. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი