მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის, აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ლევან ზურაბაშვილისთვის პატიმრობას, ადვოკატები კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ.
უფლებათდამცველების ინფორმაციით, ლევან ზურაბაშვილი დღეს საზოგადოებისთვის წერილობითი მიმართვის გავრცელებას გეგმავს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მას დანაშაულის ჩადენა განზრახული არ ჰქონდა.
"მიმართვაში საუბარია სოციალურ საკითხებზე, რის გამოც ეს ყველაფერი მოაწყო. სიმართლე გითხრათ, სისხლის სამართლის კოდექსში ისეთი მუხლი არ არსებობს, რომ საქმეს სრულად მოერგოს", - ამბობს ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა.
ბალისტიკური ექსპერტიზის შემდეგ, ზურაბაშვილს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში ბრალდება მოეხსნა. ოფიციალური ფორმულირების მიხედვით კი, გამოძიება მას ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა და ყველა მათგანი უვნებელი გათავისუფლდა.
ლევან ზურაბიშვილს საკუთრი მოთხოვნებიც ჰქონდა, რომელიც Facebook-ზე პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა. 4 საათის შემდეგ, ზურაბუშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა.
ზურაბაშვილის ადვოკატების შეფასებით, მისი მოტივი ყაჩაღობა არ ყოფილა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრა საკუთარი მოთხოვნების გასახმოვანებლად გამოიყენა.