ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, გადაწყვეტილებით, ქვეყნის მომავალი მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იქნება.
ცნობილია, რომ 58 წლის ბლინკენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობდა.
ბლინკენმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, 25 სექტემბერს CBC NEWS-სთან მიცემულ ინტერვიუში ბაიდენის საგარეო პოლიტიკის კურსზე ისაუბრა და მასში საქართველოც ახსენა:
"ბაიდენი გააძლიერებს NATO-ს, რათა ის გაუმკლავდეს გამოწვევებს კიბერსივრცეში, საგარეო საკითხებში და დაეხმაროს ძლიერი უსაფრთხოების უზრუნველყოფით ისეთ ქვეყნებს, როგორებიც საქართველო, უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებია" - თქვა მომავალმა სახელმწიფო მდივანმა.
აქვე გეტყვით - დღესვე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი მზადაა, ხელისუფლების ჯო ბაიდენისთვის გადაბარების პროცესი დაიწყოს.