ბაიდენს გამარჯვება მივულოცე, ეს გლობალური პარტნიორობის ახალი დასაწყისია - ურსულა ფონ დერ ლეიენი

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"შესანიშნავი იყო საუბარი ამერიკი არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მას გამარჯვება მივულოცე. ეს არის ახალი დასაწყისი ევროკავშირსა და აშშ-ს გლობალური პარტნიორობისთვის. ძლიერი ევროკავშირისა და ძლიერი ამერიკის ერთობლივად მუშაობით, შეიძლება ჩამოყალიბდეს გლობალური დღის წესრიგი, რომელიც ემყარება თანამშრომლობას, მულტილატერალიზმს, სოლიდარობას და საერთო ღირებულებებს", - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, თანახმაა, რომ არჩევნებში გამარჯვებულ ჯო ბაიდენს ხელისუფლება გადააბაროს. შეგახსენებთ, რომ  აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი