"ვოთსაფში" მიუვიდათ სმს-ები რომ ახალი მესიჯბოქსი უნდა ჰქონდეთ - ახალგაზრდების პასუხი ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები ხელისუფლებას პასუხობენ.

ახალგაზრდები, როლებიც საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ხან დაარბია და ხან დააკავა, ახლა კორონავირუსის გავრცელებაშიც დაადანაშაულეს.

ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში სწორედ მმართველი პარტიის ქმედებებმა გამოიყვანა, ამბობენ, რომ ხელისუფლება აგონიაშია და ახლა საკუთარი უნიათობის გადაბრალებას სხვებზე ცდილობს:

სასაცილოა მთავრობა, რომელსაც უბრალოდ აღარ ჰყოფნის დიდი ხანია არგუმენტები...იმ ადამიანებზე გადაბრალება, ვინც საკუთარი ხმის დაკარგვას აპროტესტებს, ეს არის სრული უმეცრება და ნიშანი, რომ ოცნება აგონიაშია - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

სერიოზული პასუხის გაცემა ჭირს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არა ქართული ოცნების კონცერტები და შეკრებები, არამედ ოპოზიციის აქციები, არა არჩევნები და მეორე ტურისთვის მოხსნილი შეზღუდვა 2 ღამით, არამედ დაუმორჩილებლობის აქტი ყოფილა თურმე კოვიდის გავრცელების ეპიცენტრი - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი. 

დიდი ალბათობით დღეს ვოთსაფში მიუვიდათ სმს-ები რომ ახალი მესიჯბოქსი უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ საკუთარი უნიათობა და უპასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დააბრალონ გამოხატვის თავისუფლებასა და სახალხო პროტესტს - ამბობს ნოდო რუხაძე

ხელისუფლებას ახალი მესიჯბოქსი აქვს - ვირუსის გავრცელება საპროტესტო აქციებმა გამოწვია. განცხადებები ამის შესახებ დღეს ვიცე პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი