მართვაში გვაქვს სერიოზული პრობლემა, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს - ჯანდაცვის ექსპერტები

გამოქვეყნდა:

დღეს, 25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებია ინფიცირების შემთხვევები იკლებს, ჯანდაცვის ექსპერტებს დამაიმედებელი მოლოდინები არ აქვთ. 

პარალელურად, მოსახლეობა ტესტის გასაკეთებლად დიდ რიგებში დგას. "მთავარმა" ჩაწერა პაციენტი ქუთაისში, რომელიც რიგში 51 იყო. 

"დაახლოებით ნახევარი საათია რიგში ვარ, ცუდად არ მიდის, ნორმის ფარგლებში. მაქვს უჰაერობა და ტემპერატურა", - თქვა მოქალაქემ. 

ჯანდაცვის სპეციალისტები და ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის მთავარი პრობლემა მართვაშია, რის გამოც მთელ სექტროში პრობლემები შეიქმნა.

"მართვაში გვაქვს სერიოზული პრობლემა, ვინ მართავს, როგორ მართავს, გვაქვს პრობლემა პასუხისმგებლობის განაწილებაში, გადაწყვეტილების მიღებაში და მის აღსრულებაში. კლინიცისტი ექიმები საუბრობენ ლოქდაუნის გამოცხადება-არ გამოცხადებაზე, ჯანდაცვის სპეციალისტები ერევიან მკურნალობის ტაქტიკაში, მოდით ყველამ თავის საქმე გააკეთოს და იმ ხალმხა გააკეთოს ვინც ეს იცის", - ამბობს ექსპერტი, ვატო სურგულაძე. 

მისი თქმით, უნდა შეიცვალოს არა ერთი ან ორი ადამიანი, არამედ სისტემა და სისტემური მიდგომა. 

არსებული ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო დამატებით შეზღუდვებზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა. 

შემთხვევების რეგიონალური განაწილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი