ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით - გრიგოლ ვაშაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება. შეხვედრიდან გამოსულმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, თქვა, რომ ოპოზიციის ყველა მოთხოვნა ძალაშია. 

"ჩვენს ფასილიტატორებს აინტერესებთ, დარჩა თუ არა სივრცე იმისთვის, რომ რაიმე შეთანხმებას მივაღწიოთ. მათ ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით - ეკონომიკური, პოლიტიკური, ეპიდემიოლოგიური - უკდიდურესად სახიფათო იქნება საქართველოსთვის. ვერაფერს გეტყვით ისეთს, რაც საქართველოს მოქალაქეს და პრესის წარმოამდგენლებს გაგიხარდებათ, რადგან ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით. ყველა მოთხოვნა ძალაშია", - ამბობს ვაშაძე. 

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღესვე დაგეგმილია აუდიენცია გიორგი ვაშაძესა და ალეკო ელისაშვილთან. 

შეხვედრები აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში:

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი