აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ, პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, თქვა, რომ "ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები ["ოცნებასთან"] გაცილებით მეტადაა დაახლოებული, ვიდრე წინა დღეებში იყო"
"მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" პოზიციები დაახლოვდეს, აშკარად პროგრესია. ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები გაცილებით მეტადაა დაახლოებული, ვიდრე წინა დღეებში იყო. ხელისუფლება ოპოზიციისკენ აშკარად ნაბიჯებს დგამს. ტენდენცია პოზიტიურია, "ქართულმა ოცნებამ" გააცნობიერა კრიზისი, გააცნობიერა თუ როგორი ზამთარი გველის, გააცნობიერა პერსპექტივა იმის, რომ ერთპარტიული პარლამენტი როგორი სამარცხვინო შეიძლება იყოს. წითელი ხაზები ისევ არსებობს, მაგრამ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯებია. შესაბამისად, ოპტიმიზმი მომატებული მაქვს. ოპოზიციას ძალიან მცირე სივრცე აქვს კომპრომისისთვის, ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას და როგორც ჩანს, ამის მზაობაა", - თქვა ელისაშვილმა.
შეხვედრები აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში: