ჩვენი ახირება არაა, მაღალი თანამდებობის პირები დაიკითხონ, ვალდებულებაა - კარტოგრაფების ადვოკატები

გამოქვეყნდა:

დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატევი ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვენ. ადვოკატების თქმით, სწორედ ივანიშვილის ის პირი, რომელმაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს დავით გარეჯთან დაკავშირებით რუკების მოძიება დაავალა. მათი თქმით, ივანიშვილის გვარი საქმეშიც ფიგრურიებს და მნიშვნელოვანია დადგინდეს, რატომ დაიწყო ივანიშვილმა ამ თემაზე მუშაობა.

პარარელურად, პროკურატურაში მოწმეების გამოკითვა გრძელდება. დაკითხვაზეა დაბარებული საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, მაგისტრი მოსამართლე დღის პირველ ნახევარში შეხვდება.

"ეს არ არის ჩვენი ახირება, რომ მაინც და მიანც მაღალი თანამდებობის მქონე პირებთან გვინდა კომუნიკაცია და მათი დაკითხვა. არამედ, ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის წერილის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, უნდა დაიკითხოს, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სადაო პეროდში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ბატონი ბიძინა ივანიშვილი უნდა უმადლოდეს დავით ხიდაშელს და ირაკლი ღარიბაშვილს, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე იმას, რომ ის ამ საქმეში როგორც ფიგურანტი ისე მოხვდა. ჩველ ვალდებულებიც კი ვართ, რომ ამ ადამიანებს გამოკითხვაში მონაწილეობა შევთავაზოთ", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი. 

ადვოკატები, ასევე გეგმავენ, რომ სასამართლოს აღკვეთის ღნისძიების შეცვლის შაუამდგომლობით მიმართონ და დაკაცებულების თავდებით გათავისუფლების შუამდლობლობა დააყენონ. 

ადვოკატები უკვე აგროვებენ იმ პირების მონაცემებს, რომლებიც მზად არიან დაკავბეულ კარტოგრაფებს თავდებში დაუდგნენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი