ვფლობ სიტუაციას, ყველას უტარდება ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანის მიმართულებით გარკვეული პრობლემები არის, თუმცა ის მაინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველა პაციენტს ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება უტარდება.

"ვფლობ სიტუაციას, არის ხოლმე გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის,  არის გარვკეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც, ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო დახმარება ჰოსპიტალური, ვისაც ეს სჭირდება, იმიტომ რომ დღეს ჰოსპიტლებში საკმაოდ დიდი რაოდენობა - 6000-მდე ადამიანი არის, ანუ სადღაც, აქტიური შემთხვევების 30-34%-ია ჰოსპიტლებში", - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

აქვე გეტყვით, რომ სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების, რიცხვი, ვისაც ჰოსპიტალური სამედცინო დახმრება ესაჭიროება, თუმცა, მათ კლინიკები ადგილების არ არსებობის გამო ვერ იღებენ:

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდადამატებით 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი