27 ნოემბერს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:
განახლდა:

სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პარასკევს, 17:00სთ-ზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერ აქციას გამართავენ. 

"საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებისთვის ქართულმა ოცნებამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც კარტოგრაფები მუშაობდნენ, ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს, რაც ამორალობის ახალი საფეხურია ქართული ოცნების პირობებშიც კი. დოკუმენტაციის გაცნობაზე უარი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გამოძიება ფორმალობაა და რეალურად ხელისუფლებამ ორი ადამიანი გაწირა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის." - წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პარასკევს, 27 ნოემბერს, 17:00საათზე, ვიკრიბებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან (ჩიტაძის ქუჩა) - წერენ აქციის ორგანიზტორები აქციის ფეისბუქ ივენთის გვერდზე

ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დღეს სტატუსი გამოაქვეყნა ელენე ხოშტარიამაც - "საგარეო საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს ივერის და ნატალიას ადვოკატებს წერილზე, იმიტომ, რომ პასუხი ოცნებას არ აწყობს."

 

ადვოკატები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობის თავდებობით შეცვლას ითხოვენ. დღეს კარტოგრაფების შესახებ, ფეისბუქზე უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემაც დაწერა, მისი თქმით, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თავდებში დაუდგნენ.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა, კარტოგრაფების საქმეზე ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით გამოკითხვა მოითხოვა

დღეს კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში,დაკითხვაზე იყო  საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი