"საგარეოს პასუხი ოცნებას არ აწყობს" - აქცია სამინისტროსთან ე.წ კარტოგრაფების საქმეზე

გამოქვეყნდა:
განახლდა:

ხვალ, 27 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. ინფორმაციას ფეისბუქზე ევროპული საქართველოს ლიდერი, ელენე ხოშტარია ავრცელებს.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს ივერის და ნატალიას ადვოკატებს წერილზე, იმიტომ, რომ პასუხი ოცნებას არ აწყობს. ყველა ჩართულია ამ ბინძურ ჯაჭვში. ხვალ, 27 ნოემბერს 17.00 საგარეოსთან იქნება აქცია და ვუერთდები. ვერ მოისვენებთ ამ უბედურების კეთებაში.", – წერს ევროპული საქართველოს ლიდერი ელენე ხოშტარია.

"საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებისთვის ქართულმა ოცნებამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც კარტოგრაფები მუშაობდნენ, ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს, რაც ამორალობის ახალი საფეხურია ქართული ოცნების პირობებშიც კი. დოკუმენტაციის გაცნობაზე უარი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გამოძიება ფორმალობაა და რეალურად ხელისუფლებამ ორი ადამიანი გაწირა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. პარასკევს, 27 ნოემბერს, 17:00საათზე, ვიკრიბებით სგარეო საქმეთა სამინისტროსთან (ჩიტაძის ქუჩა)." – წერენ აქციის ორგანიზტორები აქციის ფეისბუქ ივენთის გვერდზე

ადვოკატები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობის თავდებობით შეცვლას ითხოვენ. დღეს კარტოგრაფების შესახებ, ფეისბუქზე უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემაც დაწერა, მისი თქმით, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თავდებში დაუდგნენ.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა, კარტოგრაფების საქმეზე ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით გამოკითხვა მოითხოვა

დღეს კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში,დაკითხვაზე იყო  საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი