გახარია ვირუსის გავრცელებას ოპოზიციას აბრალებს - ოპონენტების პასუხი პრემიერს

გამოქვეყნდა:

დანაშაულისგან გაქცევა და ოპონეტებზე გადაბრლების მცდელობა - ასე აფასებენ მთავრობის განცხადებას ოპოზციის წევრები. 

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ვირუსის გავრცელებაში ოპოზიცია დაადანაშაულა "წესების დაცის გარეშე დიდი რაოდენობით ადამიანების ერთად თავმოყრით - ამბობს პრემიერი.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტია საზოგადოების პროტესტის შეჩერებას ოპოზიციის დისკრედიტაციით ცდილობს, ხოლო საკუთარი უმოქმედობის გადასაფარად დანაშაულს სხვებს აბრალებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღისთვის არ მოემზადა.

"როდესაც საკუთარ მოსახლეობას, რომელსაც მოპარე არჩევნები და შემდეგ მოსახლეობა ამ არჩევნებს აპროტესტებდა, გამოვიდა და უსაფრთხოების წესების დაცვით იდგა, აბრალებ შენ ვირუსის გავრცელებას და ჩვენ კარგად გვახსოვს დენდროლოგიური პარკის გარშემო მოვლენები, გვახსოვს საზღვარი გახსნილი გაურკვეველი ტურისტებისთვის, ეს არის ამორალურობა, როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას აბრალებს იმას, რისი ვალდებულებაც თვითონ ჰქონდა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე. 

"შევახსენებ, რომ ოპოზიციაქს არ ჩამოუყვანია, ხელისუფლებამ შემოუშვა რუსი ტურისტები აჭარაში, საიდანაც დაიწყო აფეთქება. შევახსენებ გახარიას, რომ მათი პასუხისმგებლობა იყო 7 თვე მომზადებულიყვნენ მორიგი ტალღისათვის, რაც არ გააკეთეს", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე. 

ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ საჭიროა ახალი ანტიკრიზისული საბჭოს შექმნა.

"საჭიროა ახალი ანტიკრიზისული საბჭოს შექმნა, სადაც "ლელო საქართველოსთვის" მზად არის, მონაწილეობა მიიღოს და ერთად შევიმუშავოთ ის აუცილებელი შემზღუდავი ღონისძიებების ნუსხა, რომელიც დაგვეხმარება პანდემიის შეჩერებაში", - ამბობს "ლელოს" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ რომ ხელისუფლებამ დღეს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და თითქმის 2 თვე გასტანს

28 ნომებრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება -  სია სრულად 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი