შრომისა და გადაადგილების თავისუფლება უნდა შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ - საია

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების კონსტიტუციურობის დაჩქარებულ ვადაში შესწავლისკენ მოუწოდებს. 

საია ამბობს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გარდა იმისა, რომ უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ - გადაადგილების თავისუფლებას.

ასევე, იზღუდება სავაჭრო ობიექტების მფლობელთა საკუთრების უფლებაც.

"საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია შრომისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პარლამენტიდან მთავრობაზე დელეგირება. ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით, ხოლო კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლების რეგულირება ხდება ორგანული კანონით. როგორც ჩვეულებრივ კანონს, ისე ორგანულ კანონს იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ", - ვკითხულობთ განცხადებაში.  

საიაში ამბობენ, რომ შეზღუდვების დაწესება მთავრობის მიერ მისი უკონტროლო და ჭარბი ძალაუფლების წინაპირობაა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს ის საქმეები, რომელიც სასამართლოშია შესული და სწორედ შრომისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდის კონსტიტუციურობას ეხება.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. 

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი