პროტესტის ფორმაზე შეთანხმებისათვის ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბება

გამოქვეყნდა:

მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრებისთვის ემზადება. ოპოზიციური სპექტრი კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მასშტაბურ გამოსვლებს არ გეგმავს, თუცმა, ამბობენ, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. 

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, აქციის ფორმაზე შეთანხმებისათვის ოპოზიციის ლიდერები ხვალ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბებიან.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ გეგმებში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაც შედის. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ისინი ბიზნეს სექტორს თავიანთ ხედვას გაუზიარებენ და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმებს მათგანაც მოისმენენ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარების დრო და ადგილი კი, ამ დრომდე უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა.

ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ხელისუფლება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, შესაძლოა პარლამენტი ერთპარტიული იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი