"მთავარი არხის" ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსი და არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე.
მიზეზი ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება, მისი არასწორი მართვა და სისტემის სრული კოლაფისი გახდა - სწორედ თალაკვაძის უწყება არეგულირებს სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამართულად მუშაობას.
ცნობისთვის, ავთანდილ თალაკვაძე ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობდა.
აქვე გეტყვით, რომ მძიმე ეპიდსიტუაციის გამო დღეიდან ქვეყანაში 2 თვიანი "ლოქდაუნი" ამოქმედდა. ექსპერტების შეფასებით, მთავრობას არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ უმუშევრად დარჩენილი ხალხისთვის შეზღუდვების პირობებში დახმარება გაეწია.
"ხელისუფლებამ რეალურად წარმოადგინა ჩაკეტვის, ჩარაზვის და ეკონომიკის ჩამოქცევის გეგმა. უცნობია, რას გააკეთებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის", - ამბობს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, სერგო ჩიხლაძე.
შეგახსენებთ კოვიდსტატისტიკასაც: