ევროპული კომისია - EC, პირველად ისტორიაში, წარადგენს ინიციატივას, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს უცხოურ აქტორებს, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ამის შესახებ საუბარია იმ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფელბამ მოიპოვა.
დოკუმენტის თანახმად, 27 წევრმა ქვეყანამ, სისტემატურად უნდა გამოიყენოს მათთვის არსებული ყველა რესურსი საგარეო ჩარევისა და გავლენებისგან დასაცავად, განავითაროს მექანიზმები, მათ შორის ფინანსური სასჯელით ჩარევისთვის. "განმეორებითი ჩარევისთვის დაწესდეს სანქციები" - ნათქვამის დოკუმენტში.
ცნობისთვის, ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციებს გულისხმობს.
"მესამე რიგის ქვეყნები, კონკრეტულად კი, რუსეთი და ჩინეთი, ტარგეტირებულად ახდენდნენ გავლენას და კამპანიურად ავრცელდებდნენ დეზინფორმაციას კოვიდ 19-ის ირგვლივ, როგორც ევროკავშირში, ასევე მეზობელ ქვეყნებში და გლობალურადაც, რაც მოსახლეობის პოლარიზებას, საკუთარი იმიჯის გაკეთილშობილებას და დემოკრატიული დისკუსიისთვის წყლის შეყენაბს გულისხმობს."
სამოქმედო გეგმის ფარგლებში, East StratCom Task Force-მა, რომელიც ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის განყოფილებაა და რომელიც რუსეთის დეზინფორმაციას აკვირდება, 500-მდე პრო-კრემლისტური დეზინფორმაცია გამოავლინა, მხოლოდ წელს, კოვიდ 19-ზე, ხოლო 10 000 ჯამში 2015 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც მონიტორინგი მიმდინარეობს.