5 დღე ვეხვეწებოდით კლინიკაში გადაყვანას, ადგილები არ ჰქონდათ - თეკლა თორდიას დედა

გამოქვეყნდა:

ორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკა თორდიას მშობლები ამბობენ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დიაბეტიანი პაციენტი საავადმყოფოს ნაცვლად კოვიდსასტუმროში მოხვდა ადგილების არარსებობა იყო. მათი თქმით, ინსულინდამოკიდებული გოგოს მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა, საავადმყოფოში კი მისი გადაყვანა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. 

"ერთმანეთთან გვამისამართებდა ჯანდაცვა და 112, არ გვაქვს ადგილებიო, სასწრაფოც არ მოდიოდა, მოვიდა და გადაყვანის პრობლემა შეიქმნა. აი ტელეფონი და თქვენ დარეკეთო, იქნებ ვინმე გყავდეთ ნაცნობი სამინისტროში ან სადმე, რომ ადგილი გამოგიძებნონ და გადაგიყვანოთო... მარშუტკა მოვიდა ჩვეულებრივი, საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიყვანეს, კატე სჭირდებოდა, იქ არ ვიცი ლიდინი მოუწია თუ რა, ამბობდა, რომ ძალიან მცივა, ხელები სულ ლურჯი მაქვსო, როგორ ჩამოვალ აქედანო... არ მოხდა მართვა, არ მოხდა დროული ჰოსპიტალიზაცია, 5 დღის მანძილზე ვიხვეწებოდით, რომ გადაეყვანათ ჰოსპიტალში", - ამბობს ირმა ხელაშვილი, გარდაცვლილის დედა. 

მშობლები ამბობენ, რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც სასწრაფოს შეეძლო ჟანგბადის მიწოდება იყო. ოჯახი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. 

თეკა თორდია გერმანულ ჰოსპიტალში 30 ნოემბერს გარდაიცვალა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს უკვე კრიტიკულად მძიმე იყო. 

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი