ეს არის კამპანია "შედი ქალო ბუტკაში"! - მიხეილ სააკაშვილი ჩანიშნულ სასამართლო პროცესებზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური სასამართლოების ჩანიშვნას ეხმაურება.  პრეზიდენტი ფეისბუქ პოსტში ოლიგარქის ცნობილ სიტყვებს “შედი ქალო ბუტკაში” იხსენებს. 

“ნიკა გვარამიას ხელახლა ჩაუნიშნეს პროცესი, ელჩებთან მიღწეული ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევით. გიგი უგულავას უჭერენ ნათესავებს, ნიკა მელიას დაუნიშნეს ახალი სასამართლო.
ეს არის მთელი კამპანია "შედი ქალო ბუტკაში"! ბუტკა ამ შემთხვევაში არის ის პარლამენტი,  რომელიც ივანიშვილმა ქართველი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ დააბრუნა ქუთაისიდან რუსთაველზე. და აბა "ქალი"..?” -
წერს სააკაშვილი. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმე, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, 8 თვის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების დასრულებისთანავე გაააქტიურა და სასამართლო პროცესი 7 დეკემებერს ჩანიშნა.

ნიკა გვარამიამ ინფორმაცია "ფეისბუქით" გაავრცელა. 

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პოლიტიკური დევნა განახლდა გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი