გამოექანენ, შეასკდნენ კედელს და არიან დარეტიანებულები - ელისაშვილი "ოცნებაზე" 

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო, როცა პოლიტიკური საქმეები ჯერ განაახლა, 24 საათში კი გადაწყვეტილება შეცვალა და სასამართლოები გაურკვეველი ვადით გადადო:

ეს ახასიათებს ქართულ ოცნებას. გამოექანებიან, შუბლით შეასკდებიან კედელს, მერე დარეტიანებულები დაეცემიან ხოლმე ძირს. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. გამოექანენ, დანიშნეს ეს სხდომები, შეასკდნენ თავით კედელს და არიან დარეტიანებულები და სასაცილო მდგომარეობაში" ამბობს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 დეკემბერს, ხელისუფლებამ ერთდროულად 4 პოლიტიკური სასამართლოს განახლების გადაწყვეტილება მიიღო და ის საქმეები, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების შემდეგ შეჩერებული იყო თაროდან ჩამოიღო. 

ესენი იყო ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები.

დღეს კი, მას შემდეგ რაც ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სასამართლომ ოთხივე პროცესი გაურკვეველი ვადით გადადო და მიზეზად კორონავირუსის პანდემა დაასახელა.

თუმცა, სავარაუდოდ სასამართლოების გადადების გადაწყვეტილება ივანიშვილის მთავრობამ დიპლომატიური კორპუსის ჩარევის შემდეგ მიიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი