300 ლარიანი კომპენსაციების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან, 3 დეკემბრიდან დაიწყება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, განაცხადების მიღება 24 დეკემბრამდე გაგრძელდება

იმ პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია. - ნათქვამია ფინანსურის ინფორმაციაში

შეგახსენებთმ რომ  მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები აამოქმედა.

პრემიერის თქმით, საცალო ვაჭრობაში, ბაზრობებზე, მოლებსა და მაღაზიებში დასაქმებულებს 300 ლარით დაეხმარებიან. მისივე თქმით, ასეთი ადამიანების აღრიცხვა უკვე დაწყებულია.

როგორ დაეხმარება შეზღუდვების პარალელურად მთავრობა მოსახლეობას და ბიზნესს - სრული გეგმა
 

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი