ჩემი გვარი ფიგურირებს სუს-ის ოდეერის, ზაალიშვილის ჩვენებაში - დეკანოიძე ხუსკივაძე-კობალაძის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"ენმ"-ს წევრი ხატია დეკანოიძე ისნის საოლქო კომისიის წევრების დაკავების საქმეზე, პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს რომ მისი გვარი სუს-ის ოდეერის, ზაალიშვილის ჩვენებაშია ნახსენები და ეს საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.

თუმცა, "დღის სტუმარში" საუბრისას, დეკანოიძე ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც ყველა სახელმწიფო უწყება მიტაცებულია და პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, ვერაფერს გამორიცხავს, მათ შორის ვერც მის დაკითხვას და ვერც დაკავებას:

ვერ ჩაითვლება მტკიცებულებებდ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩემი სახელი და გვარი ფიგურირებს სუს-ის ოდეერის, ბატონი ზაალიშვილის ჩვენებაში, რომელიც მას შემდეგ დააწინაურეს რაც ჩვენება მისცა და საქმე შეითითხნა.

რა თქმა უნდა ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია და პოლიტიკური მართლმსაჯულებაა და გამორიცხვა არაფრის არ შემიძლია" ამბობს დეკანოიძე.

მისივე თქმით, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" ბინძური მეთოდები აამოქმედა საკუთარი პროპაგანდისტული მედიის მეშვეობით, რაც იმას გულისხმობდა, რომ დაკავებულებს ბავშვობის მეგობრის სიკვდილამდე მიყვანა დააბრალეს.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, შემდეგ კი დააკავეს. ხუსკივაძემ და კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს.

გამოძიება ამტკიცებს, რომ  კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გობეჯიშვილის საქმის მთავარი მოწმე, ზაალ ზაალიშვილი (რომელსაც ხატია დეკანოიძე სუს-ის ოდეერად მოიხსენიებს), ისნის საოლქოს დროებით წევრად დაინიშნა.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი