"დავაკავებთ აუცილებლად" - შს მინისტრი ძებნილ გვაზავასა და ესებუაზე

გამოქვეყნდა:

ძებნილი ბეჟან გვაზავას ადგილსამყოფელი შსს-მ ამ დრომდე ვერ დაადგინა. მიუხედავად იმისა, რომ "მთავარმა არხმა" ის არჩევნების დღეს ზუგდიდში დააფიქსირა, შს მინისტრი დღეს ვერაფერს ამბობს.

"მასაც დავაკავებთ აუცილებლად" - ამბობს გომელაური, ხოლო გვაზავას მონაწილეობის არჩევნებში, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, შს მინისტრს არ სჯერა.

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბადრი ესებუა, რომელსაც პოლიცია თვეზე მეტია უკვე ეძებს, საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს.

ბეჟან გვაზავა, რომელიც უკვე 4 წელია ძებნილია, "ქართულმა ოცნებამ" 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩართო. ინფორმაცია ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა.

"მთავარმა არხმა" გვაზავა ზუგდიდის ქუჩებში დააფიქსირა

ბეჟან გვაზავას საქმე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი